„როგორც მოგეხსენებათ, გამოცხადდა ეგზიტპოლის შედეგები და ეგზიტპოლი უკვე ცხადყოფს იმას, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად იგებს ამ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საბოლოოდ შედეგების დათვლას. სურათი არის დღესავით ნათელი“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
„მე მინდა გაგაცნოთ, პრაქტიკულად, უკვე ოფიციალური მონაცემები, რომლებიც შემოდის ჩვენთან უბნებიდან. საუბარია, რეალურად, ოქმის მონაცემებზე, რომლებსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე. ამ მონაცემების თანახმად, დათვლილია 290 ათასი ხმა, რაც არის რეალურად 15%-ზე მეტი უკვე დასათვლელი ხმების, 630 უბანზე არის დათვლილი ხმები. მონაცემების თანახმად, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ამ უბნებზე აქვს მიღებული 188 103 ხმა, ხოლო გრიგოლ ვაშაძეს 102 735 ხმა, რაც პროცენტებში არის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი 65 პროცენტი, გრიგოლ ვაშაძე 35 პროცენტი.
ვფიქრობ, რომ სურათი არის დღესავით ნათელი. გამარჯვება არის დამაჯერებელი და მინდა მივულოცო, კიდევ ერთხელ, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება საპრეზიდენტო არჩევნებში. მინდა მას ვუსურვო წარმატებები. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.