თამარ კორძაია: ღირსეული მოგება ნამდვილად არ აქვს „ქართულ ოცნებას“
29-11-2018, 00:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. განცხადება კორძაიამ გადაცემა „კვირის აქცენტებში" გააკეთა. 

 

 

მისი თქმით, დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე ვითარება მძიმე იყო. კორძაია საარჩევნო უბნებზე მყოფ ე.წ. ძველი ბიჭების ყოფნასაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ეს ფაქტი მძიმე სანახავი იყო. 

 

 

მისივე განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ღირსეულად ვერ მოიგო. კორძაიას შეფასებით, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა არჩევნებზე დიდი მხარდაჭერა მიიღო. 

 

 

„მთავარი ის კი არ არის, ოპოზიციურმა კანდიდატმა ვერ მოიგო არჩევნები, მან, დაახლოებით, 900 ათასი ხმა მიიღო, ეს არის თავისუფალი ხმები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბიძინა ივანიშვილს ძვირი დაუჯდა მეორე ტური. ამ არჩევნებიდან ზოგი მართლა გამოვიდა ღირსეულად, ზოგი ვერა. გრიგოლ ვაშაძე ღირსეულად გამოვიდა, რომელსაც შეუძლია, მიიღოს ეს შედეგები, მაგრამ მას შეიძლება გაჰყვეს იმის ტკივილი, რაც ქვეყანაში ხდება. ღირსეული მოგება ნამდვილად არ აქვს „ქართულ ოცნებას“. მინდა, მივმართო „ქართულ ოცნებას“, თქვენთვის ასეთი გამარჯვება, ნუთუ მართლა თვლით, რომ ხმას სუნი არ აქვს. ბიულეტენში დევს ფურცლები, სადაც წერია სახელები და გვარები“,  განაცხადა თამარ კორძაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი