ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში იგებს
29-11-2018, 00:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სალომე ზურაბიშვილი -60 %, გრიგოლ ვაშაძე - 40% - ეს არის პრაქტიკულად ოლქიდან მიღებული ბოლო მონაცმეები, რომელსაც გვაწვდიან ჩვენი წარმომადგენლები შესაბამისი საარჩევნო უბნებიდან“, განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

 


მისი თქმით, უკვე დათვლილია დაახლოებით 1 650 000 ხმა, დასათვლელი დარჩა, დაახლოებით, 300 000 ხმა.

 


„ძირითადი მონაცემები უკვე შეჯამებულია, შესაბამისად, არ ველოდებით პროცენტების არსებითად ცვლილებას. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თბილისში გვაქვს 61% მაჩვებელი, თითქმის უკვე დასრულებულია უბნების დათვლა და არსებული მონაცმებით, სალომე ზურაბიშვილი იგებს არჩევნებს უკლებლივ ყველა ოლქში", თქვა კობახიძემ.

 


რაც შეეხება რაოდენობებს, ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მხრიდან არაერთგზის გაჟღერდა, თითქოს 900 000 ხმა აიღო გრიგოლ ვაშაძემ, რაც არასწორია, მისი მაჩვენებელი ბევრად ჩამორჩება 900 000 ხმას.

 


„ნაციონალური მოძრაობის" წევრები აქაც კი იტყუებიან. ეს არის საერთო სურათი, რომელიც არის წარმოდგენილი ამჟამინდელი მდგომარეობით. ეს მაჩვენებლები პრაქტიკულად აღარ შეიცვლება“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი