გრიგოლ ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის ერთი პირის მოსაზრება და არც ერთ ვარიანტში გაერთიანებული ოპოზიციის და მისი შტაბის
29-11-2018, 01:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ხვალ საღამოს ჩვენს მხარდამჭერებთან ფილარმონიაში გვექნება შეხვედრა და იქ გაიგებთ ყველაფერს, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ახლახან გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაჟღერებული მოსაზრება არჩევნების ლეგიტიმურობის თაობაზე, არის მხოლოდ მისი, როგორც ერთი პირის მოსაზრება და არც ერთ ვარიანტში გაერთიანებული ოპოზიციის და მისი შტაბის.

 

 

„იმ ძალადობის ფონზე, რა ფონზეც ჩაიარა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურმა, ამას საერთოდ შეიძლება ვუწოდოთ თუ არა არჩევნები. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საბოლოო შედეგებს ველოდებით, რომელიც ცესკო-მ უნდა მოგვაწოდოს, პარალელურად ჩვენი შტაბი თვლის შედეგებს. მაგრამ სახიფათო ინციდენტები გრძელდება. ლაგოდეხში სროლა იყო; მარნეულში დაძაბული ვითარებაა; არ გაჩერებულა ჩვენი ქოლცენტრი ზარებისგან, რომელიც ჩვენი მხარდამჭერებისგან, აქტივისტებისგან შემოდის.

 

 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვკითხოთ აზრი ჩვენს მხარდამჭერებს, გავუზიაროთ მათ ჩვენი გეგმები, ამისთვის ხვალ საღამოს 6 საათისთვის გვექნება შეხვედრა ფილარმონიაში....

 

 

„მე ჩემი მეუღლის, ჩემი ქალიშვილის და ამ ადამიანების თანაგუნდელი ვარ უპირველეს ყოვლისა და ის, რაც კოლექტიური გადაწყვეტილებით არ მიღებულა და არ გაცხადებულა ამ ტრიბუნაზე, ამ შტაბში, რჩება ერთი ადამიანის პირად მოსაზრებად. მე რომ ვიზიარებდე, ეს იქნებოდა ამ შტაბის და გაერთიანებული ოპოზიციის აზრი", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი