ციპრასი კრედიტორებს 53.5 მილიარდ ევროს სთხოვს იმისათვის, რომ 2018 წლამდე საბერძნეთის ვალები დაფაროს
11-07-2015, 02:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საბერძნეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს, რომლის მიზანიცაა ქვეყნის ვალების კრიზისიდან გამოყვანა და ახალი ფინანსური დახმარების უზრუნველყოფა.

 

 

BBC -ს ცნობით, ალექსის ციპრასს პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც ესაჭიროებოდა იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული წინადადება გაეტანა. საბოლოო ჯამში, პარლამენტის 251 წევრმა ხმა მისცა მთავრობის ახალ პაკეტს, 32 კი ამის წინააღმდეგ წავიდა.

 

 

"ახლა პრიორიტეტია, მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგი მოჰყვეს", - განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა კენჭისყრის შემდეგ და აღნიშნა, რომ მას ახლა უკვე აქვს "ძლიერი მანდატი" იმისათვის, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებები ფინალამდე მიიყვანოს.

 

 

ციპრასი კრედიტორებს 53.5 მილიარდ ევროს სთხოვს იმისათვის, რომ 2018 წლამდე საბერძნეთის ვალები დაფაროს, სანაცვლოდ კი პირობას დებს, რომ შეამცირებს სახელმწიფო ხარჯებს და გაზრდის გადასახადებს.

 

 

ათენის წინადადება რეფორმების შესახებ დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა უნდა განიხილონ. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ხვალ ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ. ბერძნული ბანკები ფულის ამოწურვის საფრთხის წინაშე არიან და თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, შესაძლოა საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწიოს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი