სალომე ზურაბიშვილი 59.1%, გრიგოლ ვაშაძე 40.9% - „სამართლიანი არჩევნები“ პარალელური დათვლის შედეგებს აქვეყნებს
29-11-2018, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა.

 

 

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 651 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.

 

 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები ასევე იმყოფებოდნენ საზღვარგარეთ გახსნილ 12 საარჩევნო უბანზე. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

 

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდებოდა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

 

 

ძირითადი დასკვნები

 

 

„სამართლიანი არჩევნების“ მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. რიგ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებულ და სხვა პროცედურულ დარღვევებს. უბნების დახურვის შემდეგ, მარნეულისა და ლაგოდეხის ოლქებში დაფიქსირდა ძალადობრივი ინციდენტები.

 

 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ საუბნო კომისიებში წარადგინა 53 საჩივარი, ხოლო საოლქო კომისიებში 76 საჩივარი.

 

 

PVT დაკვირვების შედეგები

 

 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ ქვეყნის მასშტაბით 56.2% შეადგინა (+/-0.7% ცდომილების ხარისხით). აღნიშნული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება პირველი ტურის ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემს (46.6%).

 

 

არჩევნების დღის მიმდინარეობის თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, „სამართლიანი არჩევნები“ დარწმუნებულია ხმების პარალელური დათვლის შედეგად დაფიქსირებულ შედეგებში. „სამართლიანმა არჩევნებმა“ მიიღო ინფორმაცია PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.9%-დან. 95%-სანდოობის ინტერვალით.

 

 

სალომე ზურაბიშვილი - 59.1%;

 

 

გრიგოლ ვაშაძე - 40.9%.

 

 

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტულმა მაჩვენებელმა ქვეყნის მასშტაბით 3.0% შეადგინა (+/- 0.1% ცდომილებით). ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად პირველი ტურის მონაცემის მსგავსია (3.2%). აღსანიშნავია, რომ თბილისის მასშტაბით ბათილად ცნობილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი 4.5%-ია, რაც წარმოადგენს ზრდას პირველ ტურზე თბილისში ბათილი ბიულეტენების პროცენტულ მაჩვენებელთან შედარებით (4.1%).

 

 

დარღვევები ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

 

 

ძალადობრივი ფაქტები



#15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან უცნობი პირის მხრიდან განხორციელდა სროლა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
#22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. ამ უკანასკნელთა განცხადებით, უბანზე გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ და მათ არ მისცეს შემაჯამებელი ოქმის ქსეროასლი. დაპირისპირება მოხდა ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პოლიციას შორის. ადგილზე გამოსული იყო ოპოზიციის მხარდამჭერი მოსახლეობა. გარკვეული დროის შემდეგ სიტუაცია განიმუხტა.

 

 

დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა

 


#14 დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება არ მისცეს.

 


#20 რუსთავის საარჩევნო ოლქის #65 საარჩევნო უბანზე დამკვირვებელს ბიულეტენისთვის ფოტოს გადაღების უფლება შეეზღუდა. დამკვირვებელი აპირებდა საჩივრის წარდგენას აღნიშნულ ფაქტზე, თუმცა მისი საჩივარი არ დაარეგისტრირეს.

 

 

შემაჯამებელ ოქმთან დაკავშირებული დარღვევები

 


#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნისა და #83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში არ იყო მითითებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა.

 


#13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე და #7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #15 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმები არ იყო დამოწმებული კომისიის ბეჭდით.

 


#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #22 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული შედგენის დრო.

 


#70 ფოთის საარჩევნო ოლქის #30 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში არ იყო მითითებული შედგენის თარიღი და დრო.

 


#21 გარდაბნის საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში მითითებული იყო შედგენის თარიღი და დრო, ხოლო დამკვირვებლისთვის მიცემულ ოქმის ასლში არა.

 


#25 წალკის საარჩევნო ოლქის #31 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელი ოქმის ასლი დამკვირვებელს მდივნის ხელმოწერის გარეშე გადასცეს.

 


#61 საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის ასლი ბეჭდით არ დამოწმდა.

 

 

ბიულეტენების რაოდენობა მეტია ხელმოწერების რაოდენობაზე

 


#83 ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე და #30 კასპის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ერთით მეტი იყო ხელმოწერების რაოდენობაზე.

 


#7 ჩუღურეთის საარჩევნო ოლქის #37 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების რაოდენობა ორით აღემატებოდა ხელმოწერების რაოდენობას.

 

 

მთვლელების გამოსავლენი წილისყრის წესის დარღვევა

 


#84 ხულოს საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბანზე მთვლელების გამოსავლენ წილისყრაში მონაწილეობა მიაღებინეს და პირველი მთვლელის ფუნქცია მიანიჭეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს.

 

 

ბიულეტენებთან დაკავშირებული ხარვეზები

 


#2 ვაკის საარჩევნო ოლქის #76 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლისას გამოვლინდა 20 ბიულეტენი, რომელსაც 65-ე უბნის ნომერი ეწერა.

 


#9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანზე ბიულეტენი, რომელშიც გადახაზული იყო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის სასარგებლოდ ჩათვალეს.

 

 

მასალების დალუქვის წესის დარღვევა

 


#5 ისნის საარჩევნო ოლქის #8 საარჩევნო უბნის კომისიის ბეჭედი დალუქვის გარეშე წარადგინეს საოლქო საარჩევნო კომისიაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი