„ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, რადგან როგორც ნათელაშვილი აცხადებს, არჩევნებმა მასობრივი გაყალბებისა და არნახული მოსყიდვის ფონზე ჩაიარა.
„საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებებს და ისტორიაში არანახულ მოსყიდვას ამომრჩევლის. არჩევნების შედეგები შეგვიძლია მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განახორციელა ეს სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილის შესრულებით. შედეგად, სახელმწიფოს სათავეში მოვიდა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც დაშლის საქართველოს სამ ნაწილად; ოლიგარქის ბატონობას გადააქცევს მუდმივობად, ხოლო სიღატაკეს გადააქცევს განუკურნებელ დაავადებად", აცხადებს შალვა ნათელაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ გამოსავალი ხელახალი საპრეზიდენტო და ვადამდელი საპარალამენტო არჩევნები, ასევე საპროტესტო მოძრაობის დაწყება იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.