არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრას სინოდის წევრთა უმრავლესობა ესწრებოდა.
„ამ დილით პატრიარქი იყო პირველი, რომელმაც მომილოცა და მომიწვია აქ შეხვედრაზე, რომელსაც სინოდის დიდი ნაწილი ესწრებოდა. ეს ჩემთვის იყო არამხოლოდ დიდი პატივი, ეს იყო ის მომენტი, როცა მე ვიგრძენი, რომ გავხდი საქართველოს პრეზიდენტი და მქონდა საუბარი პატრიარქთან და სინოდის წევრებთან, როგორც საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტს.
ჩვენ განვიხილეთ როგორი უნდა იყოს საქართველოს მომავალი, რა აირჩია საზოგადოებამ, რომელმაც აირჩია პასუხისმგებლობით, ეს დაადასტურა აქტიურობამ. მათ აირჩიეს სიმშვიდე, მშვიდობიანი მომავალი და ეს არის მე პირადად, რაზეც ვარ პასუხისმგებელი, რაზეც ვიმუშავებ მთელი ჩემი ძალ-ღონით და ამ პირობას ვდებ დღეს თქვენს წინაშეც, რომ ვიქნები მოწოდებული, რომ რაც შეიძლება მშვიდობიანი, განვითარებული გახდეს ჩვენი ქვეყანა....
პროტესტი მქონდა, რომ რამდენიმე მეუფე პირდაპირ ერეოდა არჩევნებში და მოწოდებებში. ეს არის, რაც არის მიუღებელი. სამაგაიეროდ და იმავე დროს, ვთქვი, რომ ვიქნებოდი კონკორდატის გარანტორი, როგორც ახალი პრეზიდენტი. ის ურთიერთობა, რომელიც არის კონკორდატით დაწესებული, არის ყველაზე სწორი ჩვენი ქვეყნისთვის", განაცხადა ზურაბიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.