ექვს საათზე, თბილისის დროით, ვიკრიბებით ფილარმონიაში - მე მინდა ვუთხრა ხალხს, ახლა არ არის გლოვის და თავზე ნაცრის დაყრის დრო. ახლა არის ორგანიზებისა და ბრძოლის გაგრძელებისა და უფრო ინტენსიურ ფაზაში გადაყვანის დრო, აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, თუ „სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე".
„ჩვენ ვკარგავთ ჩვენს სამშობლოს. ასე რომ, მე დარწმუნებული ვარ, ახლა არამხოლოდ ხელების ჩამოშვების დრო არ არის, დგება გადამწყვეტი პერიოდი. ფილარმონიაში გაერთიანებული ოპოზიცია იმსჯელებს, მეც შემოგიერთდებით სკაიპით ჯერჯერობით და ყველამ ერთად მოვიფიქროთ, სად მივდივართ შემდეგ ეტაპზე", აცხადებს საკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც მისი „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.