უკრაინელი დეპუტატის, საერთაშორისო დამკვირვებლის, ვიქტორ ჩუმაკის განცხადებით, არჩევნები აბსოლუტურად კონტროლირებადი იყო ხელისუფლების მიერ.
„საქართველომ საკმაოდ დიდი გზა გაიარა დემოკრატიის კუთხით. მომეწონა გარკვეული პროცედურები - მარკირება, კონვერტებში ჩადებული ბიულეტინები, თუმცა არსებობს ძალიან სერიოზული პრობლემები, რომლებიც გუშინ დავინახე და რაც მიმაჩნია, რომ მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
ვფიქრობ, რომ გუშინდელი არჩევნები იყო აბსოლუტურად კონტროლირებადი ხელისუფლების მიერ. გზავნილმა, რომ ვალები ჩამოეწერება 600 000-მდე ქართველ ამომრჩეველს, ბევრ მოქალაქეს უბიძგა არჩევნებში მონაწილეობისაკენ. ამასთან ერთად, ვნახე ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებიც თავის თავს კოორდინატორებს უწოდებდნენ და თან ჰქონდათ იმ ადამიანების სიები, რომლებიც უბანზე უნდა მისულიყვნენ. ისინი მკაცრად აკონტროლებდნენ პროცესს.
ვნახე ძალიან ბევრი კრიმინალური შესახედაობის ადამიანი, რომლებიც მიდიოდნენ მოქალაქეებთან და გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე. ეს ყველაფერი მეტყველებს ჩემთვის იმაზე, რომ პროცესი არ იყო თავისუფალი და იყო რეგულირებადი ხელისუფლების მხრიდან. არ ვიცი, რამდენად დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობი, რომ მოქალაქეებს თავისუფლად ჰქონდეთ სიები, რომლებშიც ამომრჩევლის პირადი მონაცემებია ასახული. ეს ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევაა. ესენია სერიოზული პრობლემები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ასეთი, სერიოზული, დიდი და მნიშვნელოვანი არჩევნების ლეგიტიმურობას", განაცხადა ვიქტორ ჩუმაკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.