გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება. შეხვედრა ფილარომიანიაში ამ წუთებში მიმდინარეობს.
გრიგოლ ვაშაძის ამომრჩეველს სიტყვით გიორგი ვაშაძემ მიმართა.
„ხალხო, ძალიან დიდი მადლობა - თქვენ შეუძლებელი შეძელით - თქვენ ხართ გმირები, როცა გაუძელით ამხელა ზეწოლას და წნეხს; თქვენ ხართ გმირები, რომ უარი უთხარით ამხელა ფულს, რომელიც ტრიალებდა.
ჩვენ საოცარ შედეგს მივაღწიეთ, 800 000 ადამიანმა და უფრო მეტმა ჩვენ ხელში მოგვცა მანდატი, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს....
წარმოიდგინეთ რა ხდებოდა ბოლო თვის განმავლობაში? - ჩვენ ვცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც არც ერთი კანონი აღარ მოქმედებდა; ჩვენ ვცხოვრობდით გარემოში, სადაც ქურდულ სამყაროსა და სამართალდამცავებს შორის განსხვავება აღარ იყო; ჩვენ ვცხოვრობდით სამყაროში, სადაც საჯარო მოხელეებს, მათ ხელმძღვანელებსა და ჩვეულებრივ პარტმუშაკებს შორის არანაირი განსხვავება არ იყო; ჩვენ ვცხოვრობდით საქართველოში, სადაც ჩვენს თანამებრძოლებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ; ჩვენ ვცხოვრობდით საქართველოში, სადაც კაცი დაგვიჭრეს ონის რაიონში, ხალხნო - ეს გაუგონარია, ასეთი რამ არ მომხდარა არც ერთხელ, არასდროს, საქართველოს არც ერთ არჩევნებში. ამას ჩვენ უნდა შევეგუოთ?!
მე მინდა შედარებისთვის ვთქვა - იქ, სადაც შედარებით ნაკლები იყო დაშინება და წნეხი საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენ ორჯერ მეტი ხმა ავიღეთ ვიდრე სალომე ზურაბიშვილმა. ეს არის რეალური შედეგი და რეალური განწყობა საზოგადოების....
მაქვს კითხვას ბიძინა ივანიშვილთან - თქვენ რას ეუბნებით 800 000 ადამიანს, თქვენ რას ეუბნებით საქართველოს, თქვენ რა პასუხი გაქვთ იმაზე, რაც ხდებოდა ქვეყნაში? შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ახალი პოლიტიკური ვითარებაა, ხალხო. საქართველოში არასდროს არ ყოფილა ოპოზიცია ამხელა მხარდაჭერით. გახსოვთ როდისმე ასეთი რამე? არ ყოფილა ხომ. შესაბამისად, მაინტერესებს ისინი რას ფიქრობენ, რა არის მათი პასუხი ამ ყველაფერზე. არც ერთ შემთხვევაში ქვეყანაში დაპირისპირება არ იქნება, ჩვენ ამას არ დავუშვებთ, მაგრამ გაფრთხილებთ, არც ერთ ჩვენ მხარდამჭერს თმა არ ჩამოუვარდეს, თორემ პასუხს გაგებინებთ ამ ყველაფერზე....
ძალა ერთობაშია და გაერთიანებული ოპოზიცია ამ არჩევნებზე შედგა....
დღეიდან ვიწყებთ ბრძოლის ახალ ეტაპს", განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.