გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ფილარმონიაში, სადაც გაერთიანებული ოპოზიცია მხარდამჭერებს ხვდება.
ვაშაძის თქმით, „ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ვარ ქართველი. ვერ წაგვართმევენ მშობლიურ ენას, რომელზეც ვერ მეტყველებენ; ვერ წაგვართმევენ თავისუფლებას და ვერ წაგვართმევენ ღირსებას".
„საქართველოში მთლიანად შეიცვალა პოლიტიკური გარემო. ჩვენ ავიღეთ 800 000-ზე მეტი ხმა. პოლიტიკური გარემო ისე არის შეცვლილი, რომ არავითარი მორალური და პოლიტიკური საფუძველი ქურდულ ოცნებას ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა პარლამენტში, აღარ ჰქონდა და მით უმეტეს, აღარ აქვს დღეს.... ზუსტად ამიტომ, გაერთიანებული ოპოზიცია მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. მოვითხოვთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით", განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.