"დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს" წევრმა, გიგლა ბარამიძემ, რომელიც თან ახლავს მოსკოვში მყოფ ნინო ბურჯანაძეს, განაცხადა, რომ – ბიძინა ივანიშვილი თავისი არხებით არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის სხვადასხვა წარმომადგენლებთან, რაც არასწორიაო! – აქვე დასძინა, რომ – თუ ივანიშვილს რუსეთთან საუბარი და შედეგის მიღწევა სურს, მაშინ საქართველოს სახელმწიფო სტუქტურებმა ოფიციალური მანდატით უნდა აღჭურვონ ბურჯანაძე, რომელიც "რუსეთთან დიალოგს წარუძღვებაო და სასურველ შედეგსაც მიაღწევსო". გიგლა ბარამიძე (სხვებიც) და მისი პარტიის თავმჯდომარე ბურჯანაძე, ისეთ სურათს უხატავენ ქართულ საზოგადოებას, რომ თითქოს ბურჯანაძის "შეუვალი ავტორიტეტის გამო", რუსეთი მზადაა ლამის საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები გვერდზე გადადოს და ბურჯანაძის მიერ გახმოვანებულ მოსაზრებებს "ყურადღებით მოუსმინოს და გაიზიაროს"?!
მოკლედ, "ბურჯანაძისტების" პროპაგანდა ასეთია, რომ ნინო ბურჯანაძის გარდა, მოსკოვში რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა არცერთ სხვა ქართველ პოლიტიკოსს არ დაელაპარაკება საქართველო–რუსეთის პრობლემებზე და რომ, – მხოლოდ ნინო ბურჯანაძეს "ეურთიერთობება" კრემლის მთავარი ბინადარი! ასეთი პროპაგანდა გახლავთ იაფფასიანი ფიარი და მტკნარი სიცრუე, რომელიც გათვლილია ბურჯანაძის რეიტინგის ამაღლებაზე საქართველოში რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ამამრჩევლის თვალში! ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არამარტო ჩემთვის, არამედ ზოგიერთისთვისაც, ვინც მეტ–ნაკლებად ჩახედულია რუსეთის პოლიტიკიური ისტებლიშმენტის სამზარეულოში ცნობილია, რომ პრეზიდენტ პუტინთან მეგობრული ურთიერთობა აქვს მოსკოვში მცხოვრებ რამოდენიმე ქართველს, მათ შორის, მისი ყველაზე ახლო მეგობარი და იდეოლოგიური თანამოაზრე გახლავთ, პოლიტოლოგი ალექსანდრე ჭაჭია, რომელსაც ბურჯანაძისგან და სხვებისგან განსხვავებით, არ სჭირდება თვეობით ლოდინი და სხვადასხვა სამსახურებთან შეთანხმების მიღწევა, რათა "30–45 წუთით" მოხერხდეს პუტინთან შეხვედრა! როგორც ჩემთვის ცნობილია, პუტინის და ჭაჭიას შეხვედრების სიმრავლემ "სათვალავი დაკარგა" და ისინი ერთი–ერთზე ხშირად განიხილავენ მსოფლიო გეოპოლიტიკურ პრობლემებს (არამხოლოდ საქართველოს და კავკასიის საკითხებს)!
დიახ, არ ვაჭარბებ, ზუსტად ასეა, პუტინი და ჭაჭია იდეოლოგიური თანამოაზრეები გახლავთ და ეს ფაქტორი ადექვატურად აისახება მათ მეგობრულ ურთიერთობებზეც! აქედან გამომდინარე, "პუტინთან მიმართებაში, ბურჯანაძე ჭაჭიასთან ახლოსაც ვერ მივა"! ამას იმიტომ მოგახსენებთ, რომ, როცა ბურჯანაძე აცხადებს და "იბრალებს", თითქოს მხოლოდ მას შეუძლია რუსეთთან დიალოგი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის მოგვარება, ის ცრუობს, თუ არადა, მაშინ მან უნდა უთხრას ქართულ საზოგადოებას (წარმოადგინოს დეტალური გეგმა, მოდელი, კონცეფცია!), თუ რა "პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ქვეყანას ამის სანაცვლოდ", თორემ ისე გამოდის, რომ რუსეთი – "მხოლოდ ბურჯანაძის ხათრით დათანხმდება" საქართველოს გამთლიანებას?! საქმე ის გახლავთ, რომ ჭაჭიას შემთხვევაში ყველაფერი ნათელია და ალექსანდრე ჭაჭია არაფერს მალავს და დიდი ხანია (მრავალი წელია!) ღიად აცხადებს, – საქართველოს გამთლიანება შესაძლებელია, თუ საქართველო გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, ანუ თუ იგი დარჩება "რუსეთის ორბიტაზე", – და აქვე იგი ყოველთვის დასძენს, რომ პირადად მისი კავშირები რუსეთის პირველ პირებთან და კონკრეტულად პუტინთან, აძლევს მას იმის თქმის უფლებას, რომ იგი გარანტიას იძლევა ამ მიზნის სწრაფად განსახორციელებლად! აი ასე, მოკლედ და კონკრეტულად ამბობს ჭაჭია, განსხვავებით ბურჯანაძისა და ბურჯანაძისტებისგან (სხვა პრორუსული, კოლაბორაცინისტული ჯგუფებისა), რომლებიც მიკიბულ–მოკიბული რიტორიკით ("არც მწვადი დავწვათ და არც შამფური") "აბოლებენ" საზოგადოებას! აქედან დასკვნა, – თუ პუტინთან "ჭუკჭუკი" გვინდა ("იქნებ რაიმე გამოვიდეს"), რა საჭიროა ბურჯანაძე, როცა გვყავს ჭაჭია???!!!
P.S. ასე რომ, სამწუხაროდ, პოლიტიკური სპეკულაციები დასავლური თუ რუსული მიმართულებით, კვლავ რჩება ქართველი პოლიტიკოსების და ზოგადად "პოლიტიკური კლასის" მთავარ მახასიათებლად, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს სახელმწიფოზე! მოსკოვში, ბურჯანაძის ეს ვოიაჟიც, ამ ტენდენციის ერთ–ერთი დამახასიათებელი შტრიხია და სხვა არაფერი!!!...
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.