საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნასა და მათ მიერ საპროტესტო აქციის დაანონსებას გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისაას განაცხადა, „მიხეილ სააკაშვილის მორჩილება თუ დაუმორჩილებლობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ვერ შეცვლის"
„როდესაც 20%-ით აგებ საპრეზიდენტო არჩევნებს, ეს ნამდვილად ნიშნავს, რომ წააგე და ეს ნამდვილად გულისხმობს იმას, რომ აღიარო ის არჩევანი, რაც საზოგადოებამ გააკეთა.
ყველა შეკრება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩატარდა მშვიდობიან ვითარებაში, რადგან ჩვენ პატივს ვცემთ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას, თუმცა, კანონი იქნება განუხრელად დაცული", განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.