ირაკლი კობახიძე: „დარწმუნებული ვარ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ძალიან ღირსეული პრეზიდენტი“
30-11-2018, 15:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მიუხედავად საკმაოდ მძიმე და აგრესიული ფონისა, რომლის შექმნასაც ცდილობდნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლებამ შეძლო ამ არჩევნების სათანადოდ ჩატარება, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება და გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე.

 

 

ირაკლი კობახიძემ ამომრჩეველს, სახელისუფლებლო სტრუქტურებს და დამკვირვებლებს მადლობა გადაუხადა.

 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა სახელისუფლებო სტრუქტურას, განსაკუთრებით, სამართალდამცავ ორგანოებს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მათ მუშაობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა შესაბამისი ორგანოების მუშაობაზე იყო დამოკიდებული ამ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მადლობა კიდევ ერთხელ მათ. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც სათანადოდ შეასრულა თავისი ფუნქციები და უზრუნველყო არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარება. მადლობა მინდა გადავუხადო დამკვირვებლებს, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

ირაკლი კობახიძემ ყურადღება ეუთოს რეკომენდაციებზე გაამახვილა და მათ წარმოდგენილი შეფასებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ცვლილებებს ეხებოდა, რომლებიც კანონმდებლობაში უნდა განხორციელდეს და რაც პირველ რიგში, პარლამენტის პასუხისმგებლობაა.

 

 

„მე განსაკუთრებით ყურადღებით გაეცანი ეუთოს რეკომენდაციებს ამ არჩევნებთან დაკავშირებით. მე მინდა, მათ, ზოგადად, მადლობა გადავუხადო შეფასებისთვის, წარმოდგენილი რეკომენდაციებისთვის. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი ეხებოდა იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში - ეს არის რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი, პარლამენტის პასუხისმგებლობა. პარლამენტმა განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეასრულოს ეს ფუნქცია და უნდა განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც არის განსახორციელებელი უკეთესი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია, აქვე დავდოთ ეს პირობა, რომ ეუთოს შესაბამისი რეკომენდაციები იქნება ზედმიწევნით შესწავლილი და მხედველობაში მიღებული და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს ჩვენს კანონმდებლობაში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი იქნება. ირაკლი კობახიძემ ახლადარჩეულ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.

 

 

„ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ის იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნის, მან უნდა ჩამოაყალიბოს ახალი კონსტიტუციური ტრადიცია ჩვენს ქვეყანაში, ის უნდა გახდეს პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სალომე ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ ტრადიციის ჩამოყალიბებაში. კიდევ ერთხელ, ვულოცავ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუსურვებ წარმატებებს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე“, განაცხადა კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი