გენადი არველაძემ საქართველო-აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით აშშ-ში შეხვედრები გამართა
30-11-2018, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხვადასხვა კომიტეტების მრჩევლებს საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის (USTR) თანაშემწეებს ეკონომიკური პოლიტიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის, და შრომის საკითხებში.

 

 

შეხვედრების ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობის გაფართოების აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობაზე.

 

 

წარმომადგენელთა პალატასა და სენატში გამართულ შეხვედრებზე გენადი არველაძემ ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პროცესში საკანონმდებლო ხელისუფლების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც ასევე აუცილებელია ქვეყნებს შორის ორმხრივი ვაჭრობის ურთიერთობების გაფართოებისთვის. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ოფისში გამართულ შეხვედრაზე.

 

 

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოში (USAID) გამართული დისკუსიის დროს მინისტრის მოადგილემ ისაუბრა სააგენტოს პროექტებისა და პროგრამების მნიშვნელობაზე ეკონომიკური განვითარების მიმართულებით, მათ შორის, ორი მსხვილი პროგრამის პროექტის განხორციელებაზე, რომელიც საგრძნობლად დაეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში და ხელს შეუწყობს ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებას ქვეყანაში. შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა USAID-ის სამომავლო ქვეყნის სტრატეგია და გზამკვლევი, რომელსაც მომავალ წლებში აღნიშნული სააგენტო განახორციელებს საქართველოში ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სფეროში.

 

 

29 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ მოხსენებით გამოვიდა და დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ყოველწლიურ კონფერენციაში, რომლის დროსაც აშშ-საქართველოს ეკონომიკური და კომერციული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აღნიშნული მიმართულების გაღრმავების მიზანშეწონილობაზე გაამახვილა ყურადღება.

 

 

ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ვაჭრობის საკითხებში. გენადი არველაძე აგრეთვე შეხვდება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საფინანსო კომიტეტის დირექტორს საერთაშორისო საკითხებში.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი