გამოჩენილმა საოპერო მომღერალმა ზურაბ სოტკილავამ განაცხადა, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და დღემდე ის და მისი ოჯახის წევრები ამ ინფორმაციის გავრცელებას ერიდებოდნენ, მისი ავადმყოფობის შესახებ კი შედარებით მხოლოდ ვიწრო წრე იყო ინფორმირებული.
"როცა პირველად ამის შესახებ გავიგე, არ შემშინებია, შვილებს კი ვუთხარი, რომ თუ რამე ცუდი მოხდებოდა დედას გაფრთხილებოდნენ. ყველა ადამიანი ფიქრობს, თუ როგორ დაასრულებს ამქვეყნიურ ცხოვრებას და სად დაიმკვიდრებს სამუდამო ადგილს. ჩემს განცდებზე ვესაუბრე ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ მე გამიჩნდა ინტერესი, ინტერესი, შევბრძოლებოდი ამ დაავადებას. მე ვიცი ჩემი სასცენო მოღვაწეობიდან, რომ რთულ სიტუაციაში უნდა მოუხმო შინაგან ძალებს და შთააგონო საკუთარი თავი, რომ გაუმკლავდე სირთულეებს და ეს გეხმარება. არ ვიცი დამეხმარა თუ არა ეს, მაგრამ მე მგონი რომ დამეხმარა. საშინელი ოპერაციის შემდეგ მე დამეხმარა ის, რომ ჩემი საყვარელი ადამიანების, ოჯახის წევრების, შვილიშვილების, ახლობლების სახეებს ვუყურებდი. ანზორ დარასელია, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი დღეში ხუთჯერ მირეკავდა, სხვებიც, მათ შორის ჩემი მოწაფეებიც ზრუნავდენ ჩემზე, ეკლესიებში სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ"- ჰყვება მომღერალი "ლაიფნიუსთან" ექსკლუზიურ ვიდეო-ინტერვიუში.
სოტკილავას თქმით, მან 5 თვის წინათ თავი შეუძლოდ იგრძნო, გულის მოდამოებში ტკივილი აწუხებდა და წონაში დაიკლო. ზურაბ სოტკილავას გერმანულ კლინიკაში ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და ახლა ის მოსკოვში ქიმიოთერაპიის კურსს გადის, რის შემდეგაც კვლავ გერმანიაში უნდა გაემგზავროს.
მომღერალი ოპტიმისტურადაა განწყობილი და დიდი იმედი აქვს, რომ მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ სიმღერას განაგრძობს და კონცერტებსაც გამართავს.
"ექიმებსაც მაშინვე ვუთხარი, მხოლოდ იმისთვის ვმკურნალობ, რომ ვიმღერო, და თუ ამას ვერ შევძლებ სიცოცხლეც არ მიღირს-თქო" - განაცხადა ზურაბ სოტკილავამ.
http://lifenews.ru/news/157105
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.