„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ პოლიტიკური სტრატეგია წარადგინა. ბაქრაძის თქმით, მოსახლეობა არჩევნების გზით ხელისუფლების შესაცვლელად მზად არის.
დავით ბაქრაძე გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ბაქრაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლა აუცილებელია. სწორედ ამიტომ, დავით ბაქრაძე ოპოზიციას გრძელვადიანი სტრატეგიის მოსაფიქრებლად კონსულტაციებს სთავაზობს.
„პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კონკრეტულად, კვირას დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით ჩვენ ვართ სრულად სოლიდარული თითოეული იმ მოქალაქის და ადამიანის, რომელიც იქ მიდის საკუთარი პროტესტის გამოსახატად და უსამართლობის გასაპროტესტებლად, მაგრამ როგორც პარტია ორგანიზაციულად ჩვენ ამ აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას არ მივიღებთ.
ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის მთავარი ამოცანა და მიზანი მომდევნო პერიოდში იქნება შესაბამისი პირობების შემქნა, რომ საქართველოში ხალხმა არჩევნების გზით გამოხატოს საკუთარი ნება, მათ შორის, შეცვალოს ხელისუფლება. ამისთვის, მთავარი კომპონენტი იქნება საარჩევნო სისტემის შეცვლა და დაუყოვნებლივი გადასვლა პროპორციულ ან რეგიონულ-პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, რასაც უნდა მოჰყვეს არჩევნები, ვინაიდან დღევანდელი შემადგენლობა ვეღარ ასახავს ქვეყანაში პოლიტიკურ განწყობას. გარდა ამისა, ჩვენ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების წესის შეცვლა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, შეიქმნას სპეციალური დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი და სპეციალური აუდიტის სამსახური, რომლის ხელმძღვანელებსაც წარადგენს ოპოზიცია არასამთავრობო სექტორთან ერთად და რომლის ერთადერთი ამოცანა იქნება, იმუშაოს საარჩევნო პერიოდში და გამოიძიოს ყველა ის ფაქტი, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პერიოდში ამომრჩევლის მოსყიდვას, შავი ფულის ბრუნვას და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას", განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.