საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა, ყოველწლიურ შეკრებას უმასპინძლა.
საზეიმო მიღებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები ოჯახებთან ერთად დაესწრნენ.
დღესვე პრეზიდენტმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის 112-ის სამხედრო მოსამსახურეები, საქართველოს ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.
„დღეს მინდა კიდევ ერთხელ თქვენთან მადლობა ვუთხრა, ჩვენს თანამებრძოლებს, ვინც გმირულად იდგა 2008 წლის ომის დროს. ისინი იდგნენ რუსეთის ფედერაციის რეგულარული არმიის პირისპირ და მადლობა ვუთხრა არა მარტო იმ გმირობისთვის, რომლითაც იცავდნენ საქართველოს მოქალაქეებს და საქართველოს მიწა-წყალს, არამედ აგრეთვე იმისთვის, რომ სადაც და როგორც არ უნდა განხილულ იქნას ეს საქმე, ღირსება ქართველი ჯარისკაცის, რომელიც არის ერთდროულად - მებრძოლი, გმირი, შეუპოვარი, მაგრამ ამავე დროს არ არღვევს, ჰუმანიზმის პრინციპებს, ეს დადასტურდა ამ სისხლიან ბრძოლაში. მადლობთ, რომ ამ ომიდან საქართველო გამოვიდა მორალურად წელში გამართული, იმიტომ რომ ვერავინ ვერ დააბრალებს ქართველ ჯარისკაცს, რომ რაიმე უკანონობა ჩაიდინა. არც ერთ ჯარისკაცს, არც ერთ კაპრალს, არც ერთ სერჟანტს, არც ერთ ოფიცერს, არც ერთ გენერალს - არ დაურღვევია მთავარი პრინციპები“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.