პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციის კომენტირერბისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უმორჩილებლობის იდეას პერსპექტივა არ აქვს.
„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც არის პასუხისმგებელი სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე და ეს აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან უზრუნველყოფილი. პერსპექტივა ასეთ ინიციატივებს არ აქვს. ხედავთ, რომ თვითონაც არ არიან ჩამოყალიბებული და გარკვეული, ვის მოუსმინონ - საკუთარ ლიდერს თუ საერთაშორისო თანამეგობრობას. ეს არის „ნაცმოძრაობის“ რადიკალური განცხადებები, რომელიც არის აცდენილი რეალობას. ეს არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის ნდობა, რომელიც აქვს „ქართულ ოცნებას“. მილიონ 150 000-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი ჩვენს მხარდაჭერილ კანდიდატს, აქედან გამომდინარე, ეს მანდატი გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავაგრძელოთ აქტიური მუშაობა მომდევნო ორი წლის განმავლობაში საპარლამენტო არჩევნებამდე იმისათვის, რომ გადაიჭრას ის საკითხები, რომლებიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამაზე გაგრძელდება მუშაობა საპარლამენტო არჩევნებამდე“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ მოთხოვნა რამდენად რეალურია, კობახიძე პასუხობს: „არათუ რეალური არ არის, სერიოზულადაც კი ვერ აღვიქვამთ ამ მოთხოვნას“.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.