თინა ხიდაშელი: იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ამომრჩეველია
30-11-2018, 23:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა, რომ იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ამომრჩეველია ან მზად არის მორიგი რევოლუციისთვის. მისი თქმით, არ არსებობს მოსახლეობის განწყობა, ხალხი არაა მზად მოვლენების რევოლუციური სცენარით განვითარებისთვის.

 

 

„იმედია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ დაიჯერა, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გრიგოლ ვაშაძეს მისცა ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ მუდმივი, მყარი და უალტერნატივო ამომრჩეველია და/ან მზად არის ამ ქვეყანაში მორიგი რევოლუციისთვის. 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არც ობიექტური მიზეზები და გარემოებები არსებობს, არც მოსახლეობის განწყობაა იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუციური სცენარით რამე ტიპის მოვლენები განვითარდეს. ეს არის არარეალისტური, არასერიოზული მოლოდინი იმ ძალის მხრიდან, რომელიც გუშინ მეორე პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდა ქვეყანაში“,  განაცხადა ხიდაშელმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი