დავით სარალიძის მკვლელობიდან 1 წელი გავიდა. შვილმოკლული მამა უკვე 1წელია სამართალს უშედეგოდ ეძებს.
ზაზა სარალიძე საკუთარი შვილის მკვლელობიდან 1 წლის თავზე საკუთარ სოციალურ გვერდზე შვილს პოსტს უძღვნის.
სარალიძე წერს, რომ მისი შვილის სახელის შელახვას არავის შეარჩენს.
„ერთი წელი გავიდა იმ დაწყევლილი დღიდან მამი როცა ბოლოჯერ ვილაპარაკეთ,მას მერე შენი ხმა აღარ გამიგონია,მას მერე ყოველდღე გეძებ შენს ოთახში,ყოველ დღე გეძებ მაგრამ მხოლოდ შენს ფოტოებს და ნივთებს ვაწყდები ყველგან,მას შემდეგ ........
შენთან ერთად დაიმარხა და დასამარდა ყველაფერი რაც მახარებდა.იმ დაწყევლილ დღეს ჩაქრა შენი სიცოცხლე და თან წაიღე ჩვენიც.......
ერთი წელი გავიდა მამი და შენი მკვლელები საქართველოს ხელისუფლებამ შეიფარა, ხელისუფლებამ დღეს შენი სახელის გადათელვა გადაწყვიტა,მაგრამ დაავიწყდათ რომ მე შენთან ვარ და შენი სახელისთვის მზად ვარ ჩემი თავი შენ გაჩუქო.
შენთან ერთად გაქრა 2017 წლის 1 დეკემბერს ის საქართველო რომელმაც შენ გაგწირა.
პირობას გაძლევ მამი, არ შევარჩენ არავის შენი სახელის შელახვას, ან ჩემი თვალით ვნახავ ყველას განადგურებას ან შენთან მოვალ ძალიან მალე. უშენოდ სიცოცხლეს აზრი ვერ მოვუძებნე მამი ამ დაწყევლილ ქვეყანაში.
მიყვარხარ და მენატრები მამი.
უფალმა დაგიმკვიდროს სასუფეველი და მე მალე მანახოს გზა რომელიც შენამდე მოდის", წერს ზაზა სარალიძე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.