საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში კრიტიკულად აფასებს შეერთებული შტატები. ინფორმაციას „რუსთავი 2" ავრცელებს.
ვაშინგტონი იზიარებს საერთაშორისო დამკვირვებლების შეშფოთებას, რომელიც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, უკანონო აგიტაციისა და სხვა დარღვევებს ეხება.
განცხადება ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა გაავრცელა.
ჰიზერ ნოუერტი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება საქართველოს ვალდებულებას, რომ ჩაატაროს სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნები.
„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას აღმოფხვრას ის ნაკლოვანებები, რომელზეც ეუთო და სხვა სადამკვირვებლო მისიები მიუთითებენ", წერია განცხადებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი მიესალმება ეუთოს მისიის შეფასებას, რომ საპრეზიდენტო მარათონი საქართველოში კონკურენტუნარიანი იყო და ყველა კანდიდატს კამპანიის ჩატარების საშუალება ჰქონდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილს არჩევნებში გამარჯვებაც მოულოცა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.