გრიგოლ ვაშაძე: დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები
01-12-2018, 15:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიცია თაკო ჩარკვიანსა და მის მეუღლეზე ქუთაისის აეროპორტში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, დღეს თაკო ჩარკვიანს და მის ოჯახს ქუთაისში თავს დაესხნენ გალიებიდან გამოშვებული ბანდერლოგები და ოჯახს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

 

 

განცხადება საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. მან პუბლიცისტზე განხორციელებულ ძალადობას ორგანიზებული კამპანია უწოდა.

 

 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, აეროპორტში ჩარკვიანის ოჯახს მიზანმიმართულად ელოდებოდნენ. მისი განცხადებით, დაშინების კამპანია მართულია ხელისუფლების, პოლიციის და კრიმინალების მიერ.

 

 

„28 ნოემბერს გავიღვიძეთ კრიმინალურ ზონაში, სადაც აღარ პოლიტიკური პროცესია, აღარც კონსტიტუციაა, აღარც არჩევნები ტარდება, სადაც ყველაფერს განაგებენ სუს-ის მიერ ორგანიზებული კრიმინალური ბანდები“, განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი