ლაშა ხუციშვილი: სესხების განულების პროექტი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება
01-12-2018, 17:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ დავალიანების განულების, სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, აღნიშნული პროცესი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

 

 

მისი თქმით, სიების ფორმირების შესახებ ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

 

 

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, პროექტში დამატებით საერთო სესხის გამცემი 10-მდე ორგანიზაცია.

 

 

როგორც მან აღნიშნა,  თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა,  აღნიშნულ ბაზაში  საკუთარი თავი გადაამოწმოს. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ საფინანსო ორგანიზაციებს, რომლის ვალიც აქვთ.

 

 

„სესხების პატიების პროექტში დამატებით სესხის გამცემი 10-მდე ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე“, განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი