„რესპუბლიკური პარტიის“ წევრები სოლიდარულები არიან გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმართ, თუმცა, აქციაზე მისვლას არ აპირებენ
01-12-2018, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტია“ სოლიდარულია გაერთიანებული ოპოზიციის აქციის მიმართ, თუმცა არ იზიარებენ აქციის ფორმას, რის გამოც, ისინი აქციაზე მისვლას არ აპირებენ.

 

 

პარტიის წევრები დღეს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში იმყოფებოდნენ და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ იზიარებენ მათ მოთხოვნებს.

 

 

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე, ამბობს, რომ იზიარებს გაერთიანებული ოპოზიციის შეხედულებას, რომ საარჩევნო სისტემა ძირეულად შესაცვლელია.

 

 

„ჩვენ ამ მოთხოვნებში ვართ მათთან სოლიდარული, ვეთანხმებით, ძირითადი თემა არის საარჩევნო გარემო, საარჩევნო პროცედურები, საარჩევნო სისტემა, რაც ძირეულად შესაცვლელია, ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივებში და მხარს დავუჭერთ მომავალშიც. გაერთიანებული ოპოზიცია ხვდება თავის მხარდამჭერებს და რა თქმა უნდა, ჩვენც სოლიდარობას ვუცხადებთ ამ ადამიანებს, გაერთიანებულ ოპოზიციას, მათ შორის, მოთხოვნებს, რომელიც აქ გაჟღერდება. ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი თავად აქციაზე“, განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

 

გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ საპროტესტო აქციის გამართვას ხვალ რუსთაველის გამზირზე 15:00 საათზე გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი