„ნაციონალური მოძრაობის“ ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე, სამირა ისმაილოვა ბოლნისის პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს.
ის ამბობს, რომ გუშინ ღამით მის სახლთან გამომძიებლები მივიდნენ და კარის შემტვრევით ემუქრებოდნენ.
ისმაილოვამ გაასაჯაროვა სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, მისი თქმით, ბოლნისის პოლიციის თანამშრომელი ბოდიშს იხდის და აღიარებს, რომ უფლებამოსილებას გადაამეტეს.
„გამომძიებლები მივიდნენ ჩემთან სახლში, იმუქრებოდნენ კარის ჩამოღებით და ცდილობდნენ ასეთი სახით ჩაებარებინათ უწყება. გამომძიებელმა ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა; ზაზა ფაცაციამ, პრაქტიკულად, ჩემთან სატელეფონო საუბარში აღიარა, რომ ნამდვილად გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას", განაცხადა ისმაილოვამ პრესკონფერენციაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.