რუსეთისთვის ისტორიული აქტი, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განუცხადა.
"მაშინ ახალმა ხელისუფლებამ, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მზადყოფნა გამოთქვა, გადაედგა ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის გაჯანსაღების მიზნით, რომელიც მანამდე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის "მონდომებით" გადაიზარდა ძალიან ღრმა კრიზისში. დიალოგის დაწყებისას კარგად გვესმოდა, რომ თითოეულ მხარეს გააჩნია საკუთარი "წითელი ხაზები". რუსეთისთვის ისტორიული აქტი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ არის საბოლოო და უკან არ გაიწვევს. თბილისი არ არის მზად გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ", - აღნიშნა კარასინმა.
მისი თქმით, ამ ვითარებაში რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგის თემების მხრივ არჩეულია ის სფეროები, რომლებშიც ვითარების ნორმალიზება შესაძლებელი იყო - ვაჭრობა, ტრანსპორტი, ჰუმანიტარული კონტაქტები.
კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა 15 ივლისს არის დაგეგმილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.