ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მონაწილე, დედაქალაქის საკრებულოს თანამშრომელი დავით მაჭავარიანი აცხადებს, რომ კონფლიქტი პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა. მაჭავარიანის თქმით, მის მეგობარს, რომელიც საქმეზე სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რაზეც მას ჰქონდა რეაქცია. მისივე თქმით, მის მეგობარს, რომელიც დაკავებულია, სახეზე დაზიანება აქვს.
მისივე თქმით, თავად ინციდენტის მონაწილეებს მხოლოდ აშველებდა.
„არანაირი ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია არავისთვის, მათ გინებაზე ჰქონდა საპასუხო რეაქცია, გაბრაზება. არ ვიცი, რისთვისაა დაკავებული.
სასამართლომ ვადა მომცა, რომ დამატებითი მტკიცებულებები წარმოვადგინო. მილიონი სათვალთვალო კამერით და ძალიან ბევრი მოწმის ჩვენებით ისედაც დამტკიცებულია, რომ არაფერ შუაში ვარ. არანაირ პოლიტიკურ ნიადაგზე არ დაწყებულა ეს კონფლიქტი და სასაცილოა ამაზე საუბარი. საერთოდ არ ვყოფილვარ იქ კონფლიქტის დაწყების დროს. როცა დავინახე, რომ ჩოჩქოლი იყო, თბილისში დაბრუნების საკითხს ვარკვევდი, რადგან ერთი დღით ქუთაისის აეროპორტში გაჩერება მოგვიწია. ბერლინიდან ჩამოვფრინდით, სადაც კონცერტზე ვიყავით.
როდესაც ჩოჩქოლი დავინახე, გასაშველებლად მივედი. ცხოვრებაში პირველად ვნახე ის ადამიანი, რომელიც ყვიროდა, იგინებოდა. მე აქეთ ჩემს მეგობარს ვაწყნარებდი, მონაწილეობა მხოლოდ გაშველებაში მივიღე. დავამშვიდე ეს ადამიანები და მორჩა ამით კონფლიქტი, უკნიდან მგონი კიდევ ვიღაცამ დამარტყა, ოღონდ არ ვიცი, ვინ. სისულელეა პოლიტიკური იარლიყების მიწებება. რა ძველი ბიჭები, რა დახვედრა, ცოტა მეტი სიყვარულით იყავით დაკავებული. გეყოფათ ეს ბოროტება. გამორიცხეთ დაპირისპირებები. ვიყავით იქ დაღლილი ადამიანები, რომლებიც უამინდობის გამო შეფერხებულ ბარგს ველოდებოდით“, განაცხადა დავით მაჭავარიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.