სალომე ზურაბიშვილი: რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას ახორციელებს
02-12-2018, 10:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მწვავე არჩევნების შემდეგ, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი რუსეთთან ურთიერთობებში ძლიერ ხაზს ირჩევს, – ამ სათაურით აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილთან ჩაწერილ ინტერვიუს სააგენტო Reuters-ი.

 

 

ინტერვიუში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს არავითარი აზრი არ აქვს, ვიდრე მოსკოვი არ აღიარებს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ოკუპაციას ახორციელებს.

 


საქართველოს არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მას სურს, რომ საქართველო დაინახონ არა მხოლოდ რუსული პრიზმით, არამედ როგორც უძველესი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დანარჩენ მსოფლიოს ბევრი რამ შესთავაზოს.

 

 

ზურაბიშვილი ინტერვიუში ამბობს, რომ საკუთარი პროფილის ამაღლება საქართველოს რუსეთთან წინააღმდეგობაში დაეხმარება.

 

 

„რუსეთი საოკუპაციო ძალაა და უდიდესი შეშფოთების საგანია, რომ ის არაპროგნოზირებადია. როდესაც გყავს მტერი, რომელიც ცნობილი და პროგნოზირებადია, იცი, რა იქნება შენი მომდევნო ნაბიჯები. ამ შემთხვევაში, გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, რა უნდა იყოს საქართველოს შემდგომი ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობებში. ის მეტად არაპროგნოზირებადია და ჩვენ ტერიტორიაზე ზედმეტადაა წარმოდგენილი.

 

 

გავხადოთ საქართველო უფრო მეტად აქტუალური, ეს ასევე არის გზა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ჩვენს ურთიერთობებზე რუსეთს ნაკლები გავლენა ჰქონდეს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია, მეტი ვთხოვოთ ევროპელ პარტნიორებს და ჩემი განზრახვაა, ვიყო უფრო მომთხოვნი პარტნიორი ევროპელებისადმი და ასევე ჩვენი ნატო-ელი პარტნიორებისადმი. ჩემი მიზანია, შევარიგო საქართველოს დაყოფილი საზოგადოება. ზუსტად ეს სურს რუსეთს – დაყოფილი და დასუსტებული ქვეყანა, დისკრედიტებული პრეზიდენტით, რომლის ლეგიტიმაციაზე შეტევა ხორციელდება“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი