მიხეილ სააკაშვილი: „მოთხოვნა არის კონკრეტული - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები"
02-12-2018, 10:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიხეილ სააკაშვილმა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მოთხოვნა არის კონკრეტული - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები იმიტომ, რომ არ შეიძლება, ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში დარჩეს.

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ხვალ გაერთიანებული ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გამართავს, რომლის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

სააკაშვილის განცხადებით, ხალხს სჭირდება ზომიერება და სიმშვიდე და არა დესტაბილიზაცია.

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განმარტებით, ის და გრიგოლ ვაშაძე ერთნაირად ფიქრობენ და ხშირად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

 

 

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ქართულმა ოცნებამ გააყალბა. საქართველოს მესამე პრეზიდენტის შეფასებით, რუსულ სტილში არჩევნების იმიტაცია მოხდა. ის არჩევნების შედეგებს არალეგიტიმურად ცნობს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „არჩევნები მთლიანად მოიპარეს".

 

 

„ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს ხელისუფლება. ვეთანხმები გია ვაშაძეს, რომ არც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ცნობა არ შეიძლება. ივანიშვილმა სპეციალურად მთელი საარჩევნო კამპანია გვაკომპლექსა, რომ ქუჩაში გამოსვლას აპირებენ, დესტაბილიზაციას აპირებენ იმიტომ, რომ მისი გაყალბების გამო ხმა არ ამოგვეღო. ჩვენ ივანიშვილის თამაშის წესი არ უნდა მივიღოთ. ჩვენ დესტაბილიზაცია კი არ გვინდა, ჩვენ გვინდა ზომიერება, სიმშვიდე, კანონის ფარგლებში დარჩენა, გეგმაზომიერი და მწყობრი მოქმედება, მასიური მოქმედება, ღიმილით მოქმედება", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი