მურთაზ ზოდელავა: ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობდნენ ე.წ. ძველი ბიჭები გახარიას დავალებით
02-12-2018, 12:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მტკიცებით, კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული ადამიანები წინასაარჩევნოდ ამომრჩევლებთან სახლებში დადიოდნენ და სალომე ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას აიძულებდნენ. მურთაზ ზოდელავა იმასაც ამბობს, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ხელისუფლებასა და შავ სამყაროს შორის გარიგება შედგა, რომელიც საარჩევნო ხმების სანაცვლოდ ციხიდან ვადაზე ადრე მათი მეგობრების გათავისუფლებას შეეხებოდა. მისივე თქმით ამ პროცესს, ქალაქის მაყურებლებთან შეთანხმებით, შინაგან საქმეთა მინისტრი კურირებდა.

 


მისივე თქმით ამ ჯგუფებს ჰქონდათ მონაცემები გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებთან დაკავშირებით და სწორედ მათზე ახორციელებდნენ ზეწოლას. მურთაზ ზოდელავა აცხადებს რომ ე.წ. ძველ ბიჭებს ასევე ევალებოდათ ამომრჩევლის მოსყიდვა.

 

 

„ეს არჩევნები კი არ მოიგო, არამედ გააყალბა ხელისუფლებამ. დიდი ფულის მეშვეობით და აი ამ ფულის დარიგებაში ძალიან დიდი როლი შეასრულეს კრიმინალებმა. ე.წ. ძველმა ბიჭებმა. იმ ხალხმა ვისთან ალიანსიც დაუშვებელია. ისინი შეკრა ხელისუფლებამ, შექმნა მათგან ჯგუფები და ამ ჯგუფებმა დაიწყეს ეგ შავი საქმის კეთება. ორი კონკრეტული ამოცანა ჰქონდათ  მიცემული მათ გახარიასგან, დაშინება, მუქარა  და შიშის გარემოს შექმნა.

 

 

მოსყიდვაში აქტიური მონაწილეობა ძველი ბიჭი იქნება ეს თუ მომპარავი, მაყურებელი უფრო მარტივად შედის კომუნიკაციაში და მარტივად დაიყოლიებს ხოლმე დანაშაულზე ადამიანს და მან იცის ვინ არის გაჭირვებული. მან იცის ვისთან შეიძლება ამით მისვლა. და ის იმავდროულად იმუქრება რომ თუ უარს მიიღებს ამ ადამიანისგან, რომ ამის გახმაურება არ შეიძლება. ეს გააკეთებინეს მათ „ქართულმა ოცნებამ. ივანიშვილმა, კონკრეტულად გახარიამ ივანიშვილის დავალებით“, განაცხადა მურთაზ ზოდელავამ და აღნიშნა, რომ გახარიას რეპუტაცია მთლიანად არის განადგურებული.   

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი