ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში ქუთაისის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის შეფასებისას განცხადება, რომ ჩემი ოჯახის წევრებზე ვინც იძალადებს, პასუხს გავცემ უმძიმესად, არ დავურეკავ პატრულს, რადგან აღარ ვენდობი პატრულს და არც შსს-ს, პირდაპირ გეუბნებით, დაგიხვრიტავთ ფეხებს.
„არავის არაფრისკენ არ მოვუწოდებ, იარაღის ტარების უფლებაც მაქვს და ვატარებ. ჩემს შვილებსა და ცოლს, ვინც ჩემთან ერთად არის, გადაწყვეტთ, რომ იძალადოთ ან რაიმე გააკეთოთ ისეთი, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, ფეხებს დაგიხვრიტავთ. პირდაპირ გეუბნებით ამ ეთერიდან. გაფრთხილებთ.
აბსოლუტურად კონკრეტული გადაწყვეტილება მაქვს მიღებული: როგორც კი მოახლოვდებით და რამეს გადაწყვეტთ ისეთს, რაც კანონს აღემატება, ფიზიკურ ძალადობაზე გადახვალთ, თქმით რაც გინდათ, ის თქვით, ფეხებზე მკიდია თქვენი ნათქვამი, ორ იმდენს გიპასუხებთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. პირდაპირ გეუბნებით – დაგიხვრიტავთ კოჭებს. არ მიეკაროთ ჩემს ოჯახს და აზრადაც არ მოგივიდეთ, მომეკაროთ – დაგიხვრიტავთ კოჭებს. ვინც გინდათ, ის იყავით და რამდენიც გინდათ. ყველას გეყოფით. რისთვის დავათრევ ამდენი წელია ამ იარაღს, ტარების უფლება მაქვს სიცოცხლის ბოლომდე“, განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.