ეს იყო დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე - ზაალ უდუმაშვილი გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მოსახლებას მოუწოდებს მივდნენ აქციაზე, რომელიც 15:00 საათზე დაიწყება
02-12-2018, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მხარდამჭერებს სამ საათში თბილისის ცენტრში შეკრებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლების ოპონენტების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.  რუსთაველის გამზირზე აქციისთვის მზადება უკვე დაიწყო, ადგილზე უკვე ამზადებენ სცენას და ტექნიკას.

 

 

ადგილზე უვე იმყოფება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც აღნიშნავს, რომ რუსთაველის გამზირზე უკანონოდ ჩატარებულ არჩევნებს გააპროტესტებენ.

 

 

„დღეს ჩვენ აქ ვიკრიბებით, რათა გამოვხატოთ ჩვენი ძალიან ხმამაღალი პროტესტი იმ უკანონობის მიმართ, რომელიც მოხდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. 28 ნოემბრის არჩევნები საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე სამარცხვინო არჩევნები. ეს იყო დანაშაული საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამას უნდა გაეცეს საკადრისი პასუხი. დღეს ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში. ერთ მხარეს დგას კრიმინალზე მდგარი საქართველოს ხელისუფლება და მეორე მხარეს დგას დანარჩენი საქართველოო. ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ და ჩვენ ძალიან მალე ვაიძულებთ ამ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი მოთხოვნები ამიტომ, ვინც თვლით, რომ 28 ნოემბერს თქვენ მოგპარეს ხმები, თქვენ წაგვართვეს უფლება არა მხოლოდ პრეზიდენტი აგერჩიათ, არამედ განგესაზღვრათ ამ ქვეყნის და თქვენი შვილების მომავალი, მობრძანდით 15:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ“, განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი