დავით სარალიძის მკვლელობიდან დღეს ერთი წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით მოზარდის ოჯახის წევრები და ახლობლები დავით სარალიძის საფლავზე შეიკრიბნენ. ზაზა სარალიძის განცხადებით ის გადადის აქტიურ ბრძოლაზე და არ შეჩერდება იმ დრომდე სანამ მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან.
„დღევანდელი დღე ძალიან მძიმე არის ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. დღეს ხელმეორედ მოკლეს ჩემი შვილი იქიდან გამომდინარე, რომ მის წლისთავზე კიდევ არ არის პასუხისგებაში მიცემული მისი მკვლელები და სამართალი არ არის აღდგენილი. თვითონაც ძალიან კარგად იციან რასაც ვაპირებ. დღეიდან აქტიურ ბრძოლაში ვებმევი. ხვალიდან უფრო სწორედ. პროკურატურა, შსს ყველაფერს მოვითხოვ დეტალურად გავეცნო ამ საქმის მასალებს, რაზეც თავად თვითონ ამ ბოლო ხანებში საერთოდ არ მაყენებდნენ საქმის კურსში“, განაცხადა ზაზა სარალიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.