ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტები 28 ნოემბრის არჩევნებს არ აღიარებენ. აქციის ორგანიზატორები მას სამარცხვინოდ და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.