ნიკა მელია: ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე
02-12-2018, 16:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთაველის გამზირზე, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას სიტყვით „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მიმართა. 

 


მელია ამბობს, რომ თბილისის ცენტრში ძალადობის გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. მელიამ არჩევნებზე მოსახლეობის მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები გაიხსენა. მათ შორის ზეწოლა სოციალურად დაუცველ მოსახლეობასა და პენსიონრებზე. ასევე ისაუბრა დასაქმებულ მოქალაქეებზე მუქარის შესახებ.

 


„ჩვენ გვაქვს ორი არჩევანი, ან შევეგუოთ იმას, რაც ჩაიდინა ხელისუფლებამ, ან ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. ხელისუფლებამ დანიშნა მესამე ტური და მას ეგონა, რომ ჩვენ ენერგიისგან დავიცლებოდით და მონაწილეობას არ და ვერ მივიღებდით მესამე ტურში. ჩვენ, არა თუ ვიღებთ მონაწილეობას მესამე ტურში, არამედ აუცილებლად გავიმარჯვებთ, იცით რატომ ხალხნო? ის რაც მათ იკადრეს, ყველა არჩევნები, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს და ქვეყნის პირობებში ჩატარებულა, ერთად რომ შევაჯამოთ და ხარვეზები და დანაშაულებები რომ ავიღოთ, ათჯერ მეტი გააკეთეს ერთ არჩევნებში ხალხო.

 


ეს არ არის ნებაყოფლობით არჩეული პრეზიდენტი ხალხნო. ამ ყველაფერს თან აკეთებდნენ კრიმინალების მეშვეობით. სინამდვილეში, არც კრიმინალები არიან და არც ძველი ბიჭები, ესენი არიან სუს-თან და პოლიციასთან შეკრულები. პოლიციის უფროსი და თვითონ ძველი ბიჭი, პოლიციის უფროსი და თვითონ კრიმინალი, ერთად ატარებდა არჩევნებს. ჩვენ გვაქვს გამოსავალი. ან მივდივართ სახლებში და ფარ-ხმალს ვყრით, ან ვიბრძვით ბოლომდე. არ არის სალომე ზურაბიშვილი ჩვენი პრეზიდენტი“,  განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი