პუბლიცისტმა, თაკო ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
ჩარკვიანის თქმით, კანონიერებისა და ლეგიტიმურობის ფარგლებში აქციები უნდა გაგრძელდეს.
ჩარკვიანის თქმით, საქართველოში პრეზიდენტად დასვეს ქალბატონი, რომელიც არ აირჩია ჯარმა.
„ლეგიტიმურობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს აქციები, რადგან მე ჩამოვთლი, რა აკადრეს ჩვენს ქვეყანას. ოლიგარქმა დაგვიმტკიცა, რომ ბილბორდზე სტაფილო რომ დახატოს, სტაფილოს არჩევნებს გაჭირვებულ ქართველს.... ვინც აიძულეს, ვინც დააშინეს, ვისაც ოჯახებში შეუვარდნენ, მათ გამო ვდგავართ დღეს ქუჩაში. ეს აქცია ღირსების აქციაა, რადგან მომავალ თაობას უნდა ვუთხრათ, რომ არჩევნები - ეს არის ხმა უმთავრესი პიროვნებისა. შენ თუ ხარ ინდივიდი, უნდა დარჩე შენი ხმის არჩევის უფლებით. დღეს საქართველოში იუველირული გეგმით, რუსული თანხა შემოედინება. ცოტა ხანში გაბანტავენ ქვეყანას და არანაირი აქცია ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებს აღარ უშველის, რადგან საქართველოში დასვეს არალეგიტიმური რენეგატი“, განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.