მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა: როგორც კი თქვენ დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით
02-12-2018, 16:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე მიხეილ სააკაშვილი skype-ით ჩაერთო. მან ოპოზიციის მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა.

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეკრანზე გამოჩენას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა.

 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის მხარს უჭერს გრიგოლ ვაშაძის და გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნებს.

 

 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, საზოგადოება აღარ აპირებს გაჩუმებას.

 


მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახლა რუსთაველის გამზირზე დგას და ის მზად არის მაშინვე დაბრუნდეს საქართველოში, როგორც კი მას ხალხი დაუძახებს.

 


„აღარაფერს აღარ მოვითმენთ და აღარაფერს აღარ გადავყლაპავთ. მათ ეგონათ, რომ ხალხი აღარ იბრძოლებს და დღეს ჩვენ მათ დავანახებთ რომ ჩვენ ვიბრძოლებთ მშვიდობიანად, დამაჯერებლად, ღიმილით, თავაწეული მაგრამ არასდროს ჩამოვუშვებთ ხელებს. არასდროს შევურიგდებით უსამართლობას. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ჩვენი ბრძოლა აუცილებლად დამთავრდება სრული გამარჯვებით.

 

 

იმ წამს, როგორც კი თქვენ დაგჭირდებით და დამიძახებთ, იმ წამსვე ფიზიკურად გავჩნდები თქვენ გვერდით, გავჩნდები ლიდერების გვერდით, გავჩნდები ჩვენი ახალგაზრდობის გვერდით. იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავდოთ თითო აგური ჩვენს გამარჯვებაში. იმიტომ, რომ მე მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე დავნებდე ამ უსამართლობას“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი