საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის" ეროვნული პოლიტიკური კომიტეტის წევრმა, ლეილა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება, რომელიც მოვიდა იმით, რომ 10 თვის ბავშვი ჩაახრჩო ქვევრში ის არ უნდა მართავდეს საქართველოს.
„ისინი ხალხისთვის არ მოსულან, მათ უნდათ მხოლოდ ქართველი ხალხის ფული, ქართველი ხალხი ღატაკი და გაუბედურებული, რომ ადვილად იყიდონ ისე, როგორც კარტოფილით და შაქრით მოინდომეს ქართველი ხალხის ყიდვა. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ. ივანიშვილი, რომელმაც გადაწყვიტა და არ უკადრებია ქვეყნად არავის, ისეთი რამეები აკადრა საქართველოს, მან დაანგრია საყდრისი, მან ღვინის ქვეყანა მარიხუანას ქვეყნად გადააქცია. ჩვენ, „ლეიბორისტული პარტია" ბოლომდე ვიდგებით ჩვენი ხალხის გვერდით და ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს ეს ხელისუფლება“, განაცხადა ლეილა გაფრინდაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.