ოპოზიცია ვადას ხელისუფლებას მოთხოვნების შესასრულებლად 16 დეკემბრამდე აძლევს
02-12-2018, 17:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური მანდატი და ნდობა აღარ აქვს. მისი თქმით, ოპოზიცია ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს. 

ვაშაძე ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნასა სთავაზობს და მოთხოვნების შესასრულებლად ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. 

 

 

„ჩვენ მივდივართ პოლიტიკური პროცესში თქვენთან ერთად, არ გავჩერდებით, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მინდა გითხრათ, რომ სულ უფრო მეტი პარტია შემოგვიერთდება მალე, ჩვენ სამართლიან, კანონიერ მოთხოვნებს. რადგანაც, ამ მოპარულმა არჩევნებმა გვაჩვენა, რომ პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, მოქალაქეების განწყობა მთლიანად შეიცვალა და "ქართულ ოცნებას" აღარ აქვს პოლიტიკური მანდატი და ნდობა სახელმწიფო მართვისთვის, ჩვენ ვითხოვთ საპარლამენტო არჩევნებს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩვენ ვითხოვთ საარჩევნო სისტემის ძირეულ ცვლილებებს და ისეთ ცვლილებას, რომელიც მთლიანდ შეცვლის საარჩევნო კორუმპირებულ ადმინისტრაციას.

 

ჩვენ ხელისუფლებას ვთავაზობთ, შექმენით სამუშაო ჯგუფი, არ აქვს მნიშვნელობა, დავუშვათ 5 ადამიანის შემადგენლობით, თუ ამდენ კვალიფიციურ პირს მონახავთ თქვენთან. ჩვენც, ზუსტად ამავე რაოდენობით შევქმნით ჩვენ დელეგაციას და სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვების ქვეშ, ცივილიზებულად, ევროპულად, სამართლებრივად დავჯდეთ და ერთად გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან. ვადას გაძლევთ 16 დეკემბრამდე. სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდეგი ნაბიჯები, მაგრამ უმორჩილესი თხოვნა მაქვს ბატონო ე.წ. ხელისუფლება ახლა ვაი-ვიშს ნუ ატეხავთ და კიდევ ელჩების გამოგზავნას ბუ დაიწყებთ ჩემთან. არც კონსტიტუციის ფარგლებიდან გავალთ, არც კანონს დავარღვევთ, არც თქვენთან მუშტი-კრივში ჩავერთვებით,  იმდენი განათლება, ჭკუა და გამოცდილება გვაქვს, რომ სამართლებრივად დაგამარცხოთ. სამართლებრივად დაგამარცხებთ ქართველი ხალხი. ჩვენი გაბრაზება გამოიხატება იმაში, რომ პროტესტი იქნება უწყვეტი, სანამ არ მივაღწევთ იმას, რომ ქართველი ხალხის ხმა იქნეს გაგონებული“,  განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი