რამდენიმე ასეულმა გულშემატკივარმა, რიგში რამდენიმედღიანი ლოდინის შემდეგ, სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთების ყიდვა მოახერხა. დილის 9 საათისთვის რიგში მდგომმა პირველმა 50 კაცისგან შემდგარმა ჯგუფმა, სპეციალურად ფეხბურთის ფედერაციის მიერ შედგენილი მარშრუტი გაიარა ვაკის პარკიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალარომდე და ბილეთებიც შეიძინა. აღნიშნული ტერიტორია სპეციალური ჯებირებით არის შემოსაზღვრული, რათა ადგილი არ ჰქონდეს ურიგოდ ბილეთების ყიდვას.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, სულ გასაყიდია 22 089 ბილეთი. სიჭინავას ვარაუდით, ყველა მათგანის დღეს გაყიდვა შესაძლებელია, თუკი გულშემატკივრები ბილეთებს სწრაფად შეიძენენ.
"ერთი თხოვნა მაქვს გულშემატკივრებთან - აქტიურად იყიდონ ბილეთები. არ შექმნან საცობები. მოლარე 12 საათიანი გრაფიკით მუშაობს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, დავამატოთ რამდენიმე საათი", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

ბილეთების რიგში მდგომი ხალხის სიმრავლის გამო, ვაკის პარკში მობილიზებულია პოლიცია. "რუსთავი2" -ის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტებსაც. გულშემატკივრების ნაწილმა პოლიციის კორდონების გარღვევაც კი სცადა, თუმცა მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ბილეთების გაყიდვა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, მაგრამ ზვიად სიჭინავას თქმით, გაყიდვების ტემპი ძალიან დაბალია.
სიჭინავას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაცია დღეს, 18:00 საათზე გააკეთებს განცხადებას, თუ როგორ გაგრძელდება ბილეთების გაყიდვა.
"გაყიდულია 2 300 ბილეთი. ეს ძალიან ცუდი ტემპია. ამიტომ ჩვენ ალბათ, 18:00 საათისთვის ვიტყვით, როგორ გაგრძელდება ამ ბილეთების გაყიდვა და როდის. ჩვენ მზად ვართ, რომ გავყიდოთ ბოლომდე, მაგრამ ღამე ხალხს ვერ გავაწამებთ", - განაცხადა სიჭინავამ.
უეფა-ს სუპერთასის მატჩი "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება.





მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.