ეკა ბესელია: ხალხმა გადაწყვიტა, რომ დრო არის არა 16 დეკემბრამდე, არამედ 2020 წლამდე
02-12-2018, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ჩვენმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ დრო არის არა 16 დეკემბრამდე, არამედ 2020 წლამდე.

 

 

მისი თქმით, ხელისუფლებას დიალოგი ექნება მხოლოდ მოსახლეობასთან იმ ყველა საკითხსა და პრობლემაზე, რაც მათ აწუხებთ.

 


მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობამ საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყვიტა, რომ არ უნდა მოძალადე რეჟიმი.

 

 

„რა დიალოგი უნდა ვაწარმოოთ რუსეთის მსახურთან, ადამიანთან, რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას მიაყენოს შეურაცხყოფა. ვაშაძე არის სააკაშვილის ხელის ბიჭი, რომელიც არის რუსეთი ინტერესების პირველი გამტარი. რა დიალოგი შეიძლება ვაწარმოოთ ამ ადამიანებთან?! როდესაც ევროპული სახელმწიფოები, დასავლელი ლიდერები, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აღიარებს ამ არჩევნების დემოკრატიულობას და ულოცავს ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ამ ფონზე ეს განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის მხრიდან“ კომიკურია.

 


გრიგოლ ვაშაძეს მინდა ვუთხრა, ხალხს, რომელსაც კრიმინალებს და ქურდებს უწოდებ, იმ ხალხს, მილიონ ნახევარ ადამიანს, რომელმაც თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არასოდეს არ დაბრუნდება, პატივი სცეს. ვიდრე სხვას დაუწუნებდეს ლექსიკას, თვითონ გამართოს გრამატიკულადაც და შინაარსობრივადაც. კრიმინალებს, ქურდებს და სხვა ეპითეტებით რომ მოიხსენიებს ამომრჩეველს, რომლის პრეზიდენტობასაც აპირებდა, კეთილი ინებოს და პატივი სცეს მათ.

 

 

საქართველოს მოსახლეობა არ დადის „ნაციონალური მოძრაობის“ ოცნებებზე და ამსტერდამიდან დადგენილ გრაფიკზე, ქართველმა ხალხმა უმრავლესობით თქვა, რომ მას არ უნდა მოძალადე რეჟიმი. ასე რომ, კეთილი ინებონ და გააანალიზონ ეს რეალობა და გააკეთონ დასკვნებიც“,  განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი