„ჩვენ დავინახეთ, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში", აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მმართველი პოლიტიკური გუნდი არა გაერთიანებული ოპოზიციის დღის წესრიგს, არამედ საკუთარ დღის წესრიგს გაჰყვება, რაც ნიშნავს, რომ ხელისუფლება არა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, არამედ ინაუგურაციისა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება.
„ჩვენ დავინახეთ, რომ არ აქვს „ნაცმოძრაობას“ სერიოზული რესურსი, რომ გამოიწვიოს დესტაბილიზაცია ხელოვნურად ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავყვეთ ჩვენს დღის წესრიგს. ჩვენი დღის წესრიგი ეს არის - ჩვენ ველოდებით ინაუგურაციას, ვემზადებით ამისთვის და ასევე ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. მიხეილ სააკაშვილი არია კრიმინალი, რომელიც აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელიც არის კანონდებლობას. თუ ის გაცდება კანონმდებლობას, მიიღებს შესაბამის პასუხს ", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.