გიორგი ვაშაძე: ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციულები შემოთავაზებებში - მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - ასეთივე კონსტრუქციულ ნაბიჯებს ველით თქვენგან
03-12-2018, 12:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ „ძალა ერთობაშიას" შეთავაზებები მმართველი პარტიის მიმართ კონსტრუქციულია.

 

 

გიორგი ვაშაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლებას მოუწოდა, გადადგას „ასეთივე კონსტრუქციული ნაბიჯები".

 

 

ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის შეთავაზებები და მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორა და ხელისუფლებას დისკუსიის დაწყებამდე დათქმული ვადა შეახსენა. 

 

 

„ჩვენ ვამზადებთ სასამართლოში სარჩელს იმისთვის, რომ გაუქმდეს საპრეზიდენტო არჩვნები, რადგან ეს იყო ნების გამოხატვაზე ტოტალური ზეგავლენის ნათელი მაგალითი.

 


ჩვენ ვითხოვთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რადგან ვფიქრობთ, რომ სრულიად განსხვავებული არის გარემო ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ. აქვე დავაზუსტებ, რომ ვითხოვთ რიგგარეშე პროპორციული არჩევნების ჩატარებას, რისთვისაც ვფიქრობთ, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები შესაბამისი საპარლამენტო ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. გვიხარია, რომ ამ მოთხოვნას იზიარებს სრულიად ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი.

 

 

უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო თავიდან ბოლომდე.

 


გვაქვს ისეთი შეთავაზება, როგორიც არის საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეორგანიზება.

 


საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით კონკრეტული ამკრძალავი ნორმების ჩადება კანონში, რომ არ იყოს ისე, რომ საჯარო მოხელესა და პარტმუშაკს შორის სხვაობა არ იყოს.

 


პოლიტიკური პოლიციის ანუ სუს-ის გაუქმება....

 

 

ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციულები ამ შემოთავაზებებში. მივმართავ „ქართულ ოცნებას" - ასეთივე კონსტრუქციულ ნაბიჯებს ველით თქვენგან", განაცხადა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი