ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
„მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური ჯგუფი, რომელსაც მერი ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობდა, 2 დღის განმვალობაში დროულად ახდენდა ზარალის აღწერას.
ამ დროისთვის მერია უკვე შეძენილი აქვს დაზიანებული 39 შენობა-ნაგებობებისა და სახლებისათვის საჭირო თუნუქის სახურავები. (ჯამში 2 612 კვ.მეტრი )
ამჟამად, გადასახური მასალა ადმინისტრაცუილ ერთეულებში ნაწილდება.
1-2 დეკემბერს, ორი დღის განმავლობაში სტიქიის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა დაბა ხარაგაულში, ბაზალეთის, ბორითის, ვახანის, ვარძიის, ღორეშის, ხუნევის, ზვარის, წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში", აღნიშნულია ხარაგაულის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.