შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს ხიდისთავის განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად , უკანონო თევზჭერის ბრალდებით სამი პირი: 1982 წელს დაბადებული ვალერიან მ, 1950 წელს დაბადებული გიორგი ნ. და 1974 წელს დაბადებული ბესიკ მ. გორის რაიონის სოფელ ქვახვრელში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას უკანონოდ დაჭერილი 15 კილოგრამი თევზი, ბადეზე მიმაგრებული ელექტროშოკის აპარატი და აკუმულატორი ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა აღნიშნული თევზი კასპის რაიონში, სოფელ გომის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში უკანონოდ დაიჭირეს. სამივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება აკრძალულ ადგილას ელექტროშოკის აპარატით თევზის მასობრივი განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.