„ეს არის სპეკულაციები. ამ სპეკულაციებს არ აქვს, ბუნებრივია, საფუძველი“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის განცხადებებს კრიმინალებთან თანამშრომლობისა და ამომრჩევლების მოსყიდვის შესახებ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ოპოზიციას დესტაბილიზაციისთვის საბაბის შექმნა სურს.
„მათ უნდათ რაღაცნაირად შექმნან საბაბი დესტაბილიზაციისთვის, თუმცა ამის პერსპექტივა არ არის. არანაირი პერსპექტივა დესტაბილიზაციას საქართველოში არ აქვს. ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა სტაბილურად. უნდა მივცეთ ქვეყანას განვითარების საშუალება. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული პოლიტიკური ძალა „ნაც. მოძრაობის“ სახით, რომელიც არის თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივი. ეს ძალა იყო ანტისახელმწიფოებრივი 9 წლის განმავლობაში, როცა იყო ხელისუფლების სათავეში და ეს არის ანტისახელმწიფოებრივი თავისი შინაარსით ამ 6 წლის განმავლობაში. ანტისახელმწიფოებრივ ძალას უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფოებრივი მიდგომა და ზუსტად ამ მიდგომით დავუპირისპირდებით ჩვენ ყველაფერს, რასაც ისინი განიზრახავენ. “ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება ეს დამოკიდებულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.