ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასების თანახმად, უზრუნველყოფილია ამ არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია
03-12-2018, 14:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ჩვენთვის მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება - ამ შეფასების თანახმად, არის უზრუნველყოფილი ამ არჩევნების სათანადო ლეგიტიმაცია. ეს არის ის სურათი, რომელიც იყო ჩვენს ქვეყანაში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

 

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივის - ევროპული სტილის კამპანიის დაწყების პასუხი იყო აგრესია და სიძულვილი.

 


„ჩვენ არავის არ მოგვეწონა არჩევნები, როგორც ის წარიმართა, გამომდინარე იქიდან, რომ გაჯერებული იყო ეს არჩევნები სიძულვილით, აგრესიით. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დავიწყეთ ევროპული სტილის კამპანია, ეს იყო ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პირადი ინიციატივა, თუმცა ამის საპასუხოდ ჩვენ მივიღეთ აგრესია, სიძულვილი, გინება. დედის გინება ისმოდა „რუსთავი2“-ის ეთერში, პრაქტიკულად, ყოველდღიურ რეჟიმში. ასეთ რეჟიმში წარმართული არჩევნები, ბუნებრივია, ხელს არ უწყობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის განვითარებას. თუმცა, ეს არის იმ ადამიანების არჩევანი, რომლებიც დღეს წარმოადგენენ „ნაც. მოძრაობას“, მათ შორის, „რუსთავი2“-ს. საუბარია სააკაშვილზე, გვარამიაზე, ვაშაძეზე და შკლიაროვზე. ეს არის მათი არჩევანი. ჩვენი არჩევანი არის, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარება“,- განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი