თერჯოლაში 1-2 დეკემბერს ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის თუნუქის სახურავების დარიგება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, მოადგილე მერაბ სირაძე, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი მანუჩარ რობაქიძე, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ვახტანგ იამანიძე ადგილზე გაეცვნენ ვითარებას და მასალების გადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.
„დღეის მდგომარეობით აღწერილია თითქმის მთელი მუნიციპალიტეტი. დაზიანებულია ათეულობით საცხოვრებელი სახლისა და ოთხი საბავშვო ბაღის სახურავი. ამ დროისათვის უკვე შეძენილია 1 100 კვ. მეტრი თუნუქის სახურავი, რომლის გადაცემაც მიმდინარეობს. მაქსიმალურად შევეცდებით, პრობლემები დროულად აღმოვფხვრათ და ზარალი ავანაზღაუროთ“, განაცხადა მანუჩარ ფანჩულიძემ.
ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.